ეროვნული გვარდია

flags-gvardia

 

დებულება | გვარდიის უფროსი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდია არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

 

ეროვნული გვარდიის ფუნქციები და ამოცანებია:

 

  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების უწყვეტი საბრძოლო მომზადება

 

  • განსახორციელებული ოპერაციების დაგეგმვა და დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა;

 

  • სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციაში ომის, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების და სხვა სახის საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;

 

  • მოსახლეობის სამოქალაქო თავდაცვისათვის მომზადება;

 

  • რეზერვისტთა მომზადება და გადამზადება;

 

  • დამტკიცებული პროგრამების თანახმად, სხვადასხვა მოსამზადებელი კურსების ჩატარება და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა;

 

  • საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა;

 

  • სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში მონაწილეობა;

 

  • ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში სხვა გეგმებისა და პროგრამების შემუშავება;

 

  • ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და სამხედრო-ტექნიკური ქონებით უზრუნველყოფა;

 

  • საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

 

  • საპატიო ყარაულისა და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიალისა და ღონისძიებების ჩატარება;

 

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში.