სახმელეთო ჯარები

სახმელეთო ჯარები შეადგენს შეიარაღებული ძალების ძირითად კომპონენტს, ხოლო სახმელეთო ჯარების სამანევრო ბრიგადები შეიარაღებული ძალების მთავარი საბრძოლო ელემენტებია, რომლებიც მოიცავს პერსონალის 70%-ს და საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების ძირითად ნაწილს.

 

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესში განხორციელდა სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამანევრო ქვედანაყოფების ოთხ ბრიგადამდე შემცირება და მათი სტრუქტურული რეორგანიზაცია, ჯავშანსატანკო და მექანიზირებული ელემენტების ოპტიმალურად გადანაწილება, ბატალიონების სტანდარტული სტრუქტურების ჩამოყალიბება. აღნიშნული ცვლილებებით მთლიანობაში განხორციელდა სახმელეთო ჯარების სარდლობების შესაძლებლობის ოპტიმიზაცია თავდაცვის გენერალური გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად. სტრუქტურული ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდა თანაბრად დაკომპლექტებული, აღჭურვილი და ამოცანაზე ორიენტირებული საბრძოლო, საბრძოლო მხარდაჭერის და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფები.

 

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ამოცანაა პასუხისმგებლობის რაიონში თავდაცვის უზრუნველსაყოფად სრული სპექტრის ოპერაციების ჩატარება, დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა და კონტროლი, საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონის შენარჩუნება, საკუთარი რეზერვის მომზადება.

 

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებაშია:

 

flags-a

  

  • პირველი ქვეითი ბრიგადა;
  • IV მექანიზებული ბრიგადა;
  • I საარტილერიო ბრიგადა;
  • საინჟინრო ბრიგადა.

 

 

 

 

სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის დაქვემდებარებაშია:

 

flags-d

 

  • მე-2 ქვეითი ბრიგადა;
  • მე-3 ქვეითი ბრიგადა;
  • II საარტილერიო ბრიგადა;
  • ცალკეული საინჟინრო ბატალიონი;
  • სამედიცინო პოლიკლინიკა(ასეული).