ვლადიმერ ჩაჩიბაია
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

სამხედრო წოდება: გენერალ მაიორი


დაბადების თარიღი: 1971 წლის 4 ნოემბერი

განათლება:

2004 - საქართველოს საბაჟო აკადემია, იურიდიული ფაკულტეტი;


სამხედრო განათლება:
2007-2008 აშშ-ის არმიის ომის კოლეჯი, აშშ.


2002-2003 გენერალური შტაბის კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო ოფიცრის კურსი, აშშ;


1999 ქვეითი ოფიცრის ძირითადი კურსი. ფორტ ბენინგი, ჯორჯიის შტატი, აშშ;


1993-1994 საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია;

კურსები:

2016 - ტრენინგი "საბრძოლო უსაფრთხოების ძირითადი კურსი", ავღანეთში გაეროს დახმარების მისია (UNAMA).


2005 - სამხედრო მართლმსჯულების განვითარება, საერთაშორისო იურიდიულ მეცნიერებათა ა.შ.შ. თავდაცვის ინსტიტუტი. თბილისი, საქართველო;


2003 - სამხედროები, მედია და დემოკრატია. უილიამ ალენ უაითის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების სკოლა და საერთაშორისო პროგრამების ოფისი, ლორენსი, კანზასი, აშშ;


2003 - ძირითადი მატერიალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო პროცედურები, თბილისი, საქართველო;


2003 - მობილური ჯგუფის საშტაბო ინტეგრაციის კურსი, თბილისი, საქართველო;


2002 - ინგლისური ენის კურსი, თავდაცვის ენის ინსტიტუტი, ტეხასი, აშშ;


2001 - საჰაერო სადესანტო მომზადება, სპეც. დანიშნულების ძალები, თბილისი, საქართველო;


2000 - ზვავსაწინააღმდეგო მომზადება, ანდერმატი, შვეიცარია;


2000 - სამთო-სათხილამურო წვრთნა, ანდერმატი, შვეიცარია;


2000 - სპეციალური ძალების სნაიპერთა სკოლა, საქართველო;


1999 - ინგლისური ენის კურსი, თავდაცვის ენის ინსტიტუტი, ტეხასი, აშშ;


1998 - ზოგადი და სამხედრო ინგლისურის და საორიენტაციო კურსი, რიპონისა და იორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი, გაერთიანებული სამეფო;


1995 - სპეციალური დაზვერვის კურსი;

ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული


ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და სამი შვილი

სამუშაო გამოცდილება:

11.2016 გენერალური შტაბის უფროსი.


08.2016 -11.2016 გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე;


2016 უფროსი სამხედრო მრჩეველი. ავღანეთში გაეროს დახმარების მისია (UNAMA); 


11.2015-08.2016 სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი;


12.2013-11.2015 გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე;


12.2012-12.2013 გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე;


2010 - 2012 უფროსი მრჩეველი, საქართველოს საელჩო ა.შ.შ–ში, კანადასა და მექსიკაში;


2009 საგანგებო დავალებათა ელჩი, საგარეო საქმეთა სამინისტრო 


2009 თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;


11.2008 - 03.2009 გაერთიანებული შტაბის უფროსი;


07.2008-11. 2008 განათლების დეპარტამენტის უფროსი, გაერთიანებული შტაბი;


2007 გაერთიანებული შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი;


2006 გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე;


2006 სახმელეთო ძალების შტაბის უფროსი და სახმელეთო ძალების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;


2005-2006 გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი;


2005 III ქვეითი ბრიგადის მეთური;


2004 ქართული კონტინგენტის მეთაური ერაყში;


2003-2005 I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი;


2002-2003 სპეციალური ძალების ბრიგადის პირადი შემადგენლობის ოფიცერი;


2001-2002 სპეციალური ძალების ბრიგადის G-2 უფროსი;


2000-2001 სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნის ოფიცერი;


1999-2000 სწრაფი რეაგირების ძალების ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურის მოადგილე; 


1998-1999 S-3 ოფიცერი, ცალკეული სადაზვერვო ბატალიონი;


1996-1998 დაზვერვის ასეულის მეთაურის მოადგილე, დაზვერვის ბატალიონი;


1995-1996 AGS-17 ოცეულის მეთაური, დაზვერვის ბატალიონი;


1994-1995 25-ე ქვეითი ბრიგადის ქვეითი ოცეულის მეთაური;


1993-1994 სამხედრო აკადემიის მსმენელი;


1992-1993 ოცეულის მეთაური, ეროვნული გვარდია;


1991-1992 სერჟანტი, ეროვნული გვარდია; 


1989-1991 რიგითი, საჰაერო ძალები, თელავი საქართველო;

ჯილდოები:

2017 უწყებრივი მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;


2017 დანიის სამეფოს შიდა გვარდიის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“;


2016 გაეროს გენერალური მდივნის მიერ გაცემული გაეროს სპეციალური უწყებრივი მედალი;


2016 ავღანეთში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მადლობის წერილი;


2016 სამახსოვრო მედალი მონღოლეთის თავდაცვის მინისტრისგან;


2014 ჯილდო სამსახურებრივი საშტატო იარაღი;


2013 მედალი უმწკვლო სამსახურისათვის I ხარისხის;


2008 მედალი უმწკვლო სამსახურისათვის II ხარისხის; 


2008 სახელობითი “გლოკ-17”-ის ტიპის პისტოლეტი; 


2007 სახელობითი “გლოკ-19”-ის ტიპის პისტოლეტი; 


2006 მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“;


2002 სახელობითი „მაკაროვის” ტიპის პისტოლეტი;


1999 მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;