სამხედრო წოდება: გენერალ-მაიორი
დაბადების თარიღი: 1977 წ.
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი
ენების ცოდნა: ინგლისური, გერმანული, რუსული

გიორგი მათიაშვილი
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური
განათლება:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია, ისტორიის მასწავლებელი - მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი.
- საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
სამხედრო განათლება:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია, სახმელეთო ფაკულტეტი (მოტო-მსროლელი ჯარების სამეთაურო-საშტაბო);
- ოფიცრის ძირითადი კურსი (გერმანია);
- ასეულის მეთაურის კურსი (ჰამელბურგის ქვეითთა სკოლა, გერმანია);
- ოფიცერთა უმაღლესი სამხედრო განათლება (გენერალური/საადმირალო შტაბის კურსი, გერმანია).
კურსები:
- ქვეითთა სამთო ბრძოლის კურსი (გერმანია);
- სპეციალური ოპერაციების ძალების საჰაერო სადესანტო მომზადების კურსი (საქართველო);
- საპარაშუტო-სადესანტო მომზადების კურსი (კანადა);
- კომანდოს კურსი მცირე ინტექნსივობის კონფლიქტებში საბრძოლო ოპერაციათა ცენტრი (საქართველო);
- სნაიპერის კურსი (გერმანია);
- ევროპული უსაფრთხოების კურსი ბუნდესვერის გენერალური შტაბის აკადემია (გერმანია);
- ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი (საქართველო);
- ინგლისური ენის კურსი (ლატვია, ქ. რიგა).
სამუშაო გამოცდილება:
01/07/2020 - დღემდე თავდაცვის ძალების მეთაური;
- თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი;
- თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სარდალი;
- სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოადგილე;
- გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი;
- გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს უფროსი;
- სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს, ოპერაციების დაგეგმარების განყოფილების უფროსი;
- I ქვეითი ბრიგადის შტაბის G-3 საბრძოლო მომზადების უფროსი ოფიცერი;
- სერჟანტთა მომზადების სკოლის სერჟანტთა მომზადების კურსის უფროსის მოადგილე;
- სწრაფი რეაგირების ძალები, დაზვრვის სამსახურის უფროსი;
- მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელი ცენტრის მსუბუქი ქვეითი ასეულის 1-ლი საიერიშო ოცეულის მეთაური;
ჯილდოები:
- მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის
- ნატოს მედალი;
- ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი;
- მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (II ხარისხი);
- მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი);
- ღირსების ორდენი;
- მედალი ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი“;
- მედალი ,,გენერალი მაზნიაშვილი“;
- სამსახურებრივი-საშტატო იარაღი;
- მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“;
- მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“ (20 წელი და მეტი უმწიკვლო სამსახურისათვის);
- მედალი ,,გენერალი კვინიტაძე“.