საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტი

დებულება | დეპარტამენტის უფროსი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფი.დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

დეპარტამენტის ამოცანებია :

ა) მინისტრის, მინისტრის შესაბამისი მოადგილის, აგრეთვე სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ, წინასწარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საპროტოკოლო ღონისძიებების ჩატარება;

ბ) საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმა და უზრუნველყოფა, უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ორგანიზება.

 

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული თანამშრომლობის გეგმებით (პროგრამებით) გათვალისწინებული ღონისძიებების პროგრამების, მოსამზადებელი ღონისძიებების ნუსხის (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, ოფიციალური დასაჩუქრება და სხვ.), შესაბამისი ბრძანებების პროექტების შედგენა და მათში გაწერილი დავალებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი;

ბ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი და სხვ.) ორგანიზაციული უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ მოსამსახურეების წინასწარი მივლინება;

გ) უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების დაგეგმვა, ორგანიზება და სავიზო უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

დ) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა დაწესებულებასთან, საქართველოში უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

 ე) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინირებით, სამინისტროს საპროტოკოლო, სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის ორგანიზებისა და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს მოსამსახურეთა (გარდა სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეებისა) საზღვარგარეთ მივლინებისას, მათთვის ავიაბილეთების დაჯავშნა/შეძენის ხელშეწყობა.