თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტი
თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტი

დებულება | დეპარტამენტის უფროსი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და კომპეტენციის შესრულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

  • სამინისტროს ინფრასტურქტურის სისტემის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;  
  • სამინისტროს სტანდარტიზაციის მართვისა და სამინისტროს კოდიფიკაციის სისტემების შექმნა და მათი ფუნქციონირება.

 

დეპარტამენტის კომპეტენციებია:  

ა)თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული და უწყებრივი დონის სტრატეგიულ/კონცეპტუალურ და ორგანიზაციულ დოკუმენტებში, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული ნაწილის შემუშავების პროცესის წარმართვა.

ბ)ინფრასტრუქტურის მართვასთან დაკავშირებული კონცეპტუალურ-სამართლებრივი  ბაზის შემუშავების პროცესის კოორდინაცია.

გ) თავდაცვის ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბისა და ქვედანაყოფების, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა.

დ) ინფრასტრუქტურის მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე ინსტიტუციურ ტრანსფორმაციაზე რეკომენდაციების შემუშავება.

ე) სამინისტროს სტანდარტიზაციის მართვისა და კოდიფიკაციის სისტემების შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა, ასევე NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის მიღწევის პროცესის კოორდინაცია;

ვ) სამინისტროს სტანდარტიზაციის მართვის, კოდიფიკაციის სისტემების გამართულად ფუნქციონირებისა და შემდგომი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო და სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება;

ზ) სტანდარტიზაციის მართვისა და კოდიფიკაციის სისტემების შექმნის კოორდინაციისას, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

თ) მინისტრის მიერ დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად, ეროვნული სტანდარტებისა და NATO-ს სტანდარტიზაციის შეთანხმებების (STANAG-ების) მიმოხილვა და სამინისტროს სისტემაში მათი დანერგვის პროცესის კოორდინაცია;

ი) სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა დაგანხორციელების მიზნით სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა;

კ) საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული ინტეგრაციის ფორმატში გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით NATO-ს სტანდარტიზაციის ოფისთან და NATO-ს ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს დირექტორთა გაერთიანებული კომიტეტის AC 135 ჯგუფთან თანამშრომლობა.