თავდაცვის სამინისტროს ხედვის დოკუმენტი განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროს ღირებულებებს, მიდგომებს, განზრახვებსა და პრინციპებს, აგრეთვე სამინისტროს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს სახელმწიფო თავდაცვის სფეროში. თავდაცვის სამინისტროს ხედვა წარმოადგენს სამინისტროს ფუძემდებლურ დოკუმენტს, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სხვა კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტები.