გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტი
გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტი

დეპარტამენტის უფროსი  

 

დეპარტამენტის ამოცანები:

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების უზრუნველყოფა ციფრული გეომონაცემთა ბაზებით, ელექტრონული და ანალოგური ტოპოგრაფიული რუკებით, აერო და კოსმოსური გადაღებების მასალებით, მსხვილმასშტაბიანი გეოდეზიური და საკადასტრო სამუშაოებით, სამხედრო დანიშნულების სპეციალური რუკებით; საველე გეოდეზიური სამუშაოებით;
  • ტერიტორიის ერთიანი სივრცითი კარტოგრაფიული მოდელის შექმნა და მისი ჯარებში გამოყენების მეთოდების დანერგვა;
  • ციფრული რუკების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება სხვადასხვა ორთოფოტო გადაღებების, საველე დეშიფრირების და სხვადასხვა უწყებიდან მოწოდებული უახლესი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების საჭიროებისათვის გეოდეზიური მონაცემების, ციფრული და ანალოგური ტოპოგრაფიული რუკების, აეროკოსმოსური გადაღების მასალებისა და ორთოფოტო გეგმების, თავდაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ცნობათა ნუსხის შესაბამისად, მათი გაცემის, მიღების , განადგურების და გის პორტალზე ატვირთვის კონტროლი.

-    დეპარტამენტში სრულდება დამკვეთების განცხადების საფუძველზე, თავდაცვის ძალების

გადაწყვეტილებით კარტოგრაფიული და პოლიგრაფიული პროდუქციის გამოცემა: სხვადასხვა მასშტაბის და დანიშნულების რუკები, სასწავლო და სხვა სახის სახელმძღვანელოები, მეთოდური ლიტერატურა, ბროშურები, წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, ფორმალიზებული  დოკუმენტები.

-   დეპარტამენტში მიმდინარეობს  შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა, მომზადება და მათთვის სასწავლო გადამზადების პროცესების დაგეგმვა, ახალი ციფრული ტექნოლოგიების გაცნობის და შესწავლის მიზნით;

-  კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა,   

   საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და ასევე სხვადასხვა მონათესავე 

   იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა.

- ახალი ტექნოლოგიების შესწავლის და გაცნობის მიზნით საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, შესაბამისი მემორანდუმის და ხელშეკრულებების საფუძველზე.

- დეპარტამენტისათვის  სპეციალისტების შერჩევა, მათი მომზადება-გადამზადების  დაგეგმვა;

 

 

            დეპარტამენტის  ფუნქციები:

  • მშვიდობიანობის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს შეიარაღებული ძალების ტოპოგეოდეზიური უზრუნველყოფა, გარემოს სივრცითი კარტოგრაფირების უზრუნველყოფა, ციფრული რუკების მონაცემთა ბაზების შექმნა და მათი GIS პორტალზე ატვირთვის უზრუნველყოფა, ანალოგიური რუკების შექმნა, აერო და სატელიტური სურათების დამუშავება და მათი GIS პორტალზე ატვირთვის უზრუნველყოფა. ანალოგური ტოპოგრაფიული რუკების გამოცემა, აღრიცხვა და შენახვა.
  • საზღვაო და საავიაციო რუკების შექმნა;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით მომარაგებიდან მოძველებული ტოპოგრაფიული რუკების მოხსნა და მათი ახალი გამოცემის რუკებით შეცვლა;
  • ,,საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის № 206 ბრძანებულების შესაბამისად, ახალ საერთაშორისო კოორდინატთა   სისტემაში მუშაობა (WGS– 84 წლის ელიფსოიდი, მერკატორის უნივერსალური პროექცია   UTM);
  • ,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ” საქართველოს      კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელ აეროგადაღებით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კარტოგრაფიული, ისტორიული და სამართლებრივი შესწავლა, სადელიმიტაციო სამუშაოების ჩატარება, სახელმწიფო სადელიმიტაციო და სადამერკაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა;
  • 1: 10000 მასშტაბის სასაზღვრო ზოლის მონაცემთა ბაზების შექმნა;
  • ჩართული იყოს ერთიანი მუდმივმოქმედი GPS ქსელებში;
  • პირადი შემადგენლობის ინტელექტუალური დონის ამაღლება სპეციალობით, სხვადასხვა ტრენინგებში და სასწავლო პროცესებში მონაწილეობით;
  • ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, კარტოგრაფიის, გეოდეზიის, ციფრული კარტოგრაფირების, სტერეოფოტოგრამმეტრიის, მათემატიკური კარტოგრაფიის, პოლიგრაფიული მეცნიერების განვითარების კუთხით;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში GIS პორტალის და GIS  მომზადების ორგანიზების სპეციალურ-მეთოდური ხელმძღვანელობა;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ კარტოგრაფიულ და გეოინფორმაციულ, აერო და სატელიტურ გადაღებითი სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • ახდენს თავდაცვის სამინისტროს პოლიგრაფიულ მომსახურებას.