2022 - 2024 წლების ჯანმრთელობის დაზღვევა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსარურეებისა და სამოქალაქო პირებისათვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის სტანდარტული (საბაზისო) პაკეტი მოიცავს შემდეგი სახის მომსახურებებს:
24 საათიანი სატელეფონო კონსულტაციები (ასისტანსის სამსახური, ცხელი ხაზი) - ულიმიტო 100%
ოჯახის ექიმის მომსახურება - ულიმიტო 100%
სასწრაფო სამედიცინო მომსახურება - ულიმიტო 100%
გეგმიური ამბულატორიული მომსახურება - 2 500 ლარი - 100%
გეგმიური ამბულატორია ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში - 2 000 ლარი - 50%
პროფილაქტიკური გამოკვლევები 2 ჯერ წელიწადში - 100%
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება - ულიმიტო 100%
გეგმიური სტაციონარული მომსახურება - 20 000 ლარი - 100%
ონკოლოიური მომსახურება - 15 000 ლარი (გეგმიური სტაციონარული მომსახურების ქველიმიტი) - 100%
კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგია - 15 000 ლარი (გეგმიური სტაციონარული მომსახურების ქველიმიტი) - 100%
გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება - ულიმიტო - 100%
მედიკამენტები (მათ შორის ორსულობისათვის საჭირო და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები) - 2 500 ლარი - 70%
მშობიარობა - (როგორც ფიზიოლოგიური, ასევე საკეისრო კვეთა) - 1 500 ლარი - 100%
სიცოცხლის დაზღვევა (ვრცელდება მხოლოდ თანამშრომლებზე) - 10 000 ლარი - 100%
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება - ულიმიტო - 100 %
გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება პროვაიდერ კლინიკებში - 2 000 ლარი - 50%
ორთოპედია/ორთოდონტია პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკებში - ულიმიტო - 20%-50% ფასდაკლებით
სამივლინებო დაზღვევა (ვრცელდება მხოლოდ თანამშრომლებზე) - მრავალჯერადი. ევროპის ქვეყნები - 40 000 ევრო, თურქეთი და დსთ-ს ქვეყნები - 5 000 აშშ დოლარი, სხვა დანარჩენი ქვეყნები - 50 000 აშშ დოლარი - 100 %
არსებული სადაზღვევო პაკეტი საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრებისათვის ონლაინ რეჟიმში მომსახურებასაც ითვალისწინებს. ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, ექიმ სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩაწერა და ელექტრონული ანაზღაურების სერვისით მომსახურებების მიღება შესაძლებელია მობილური აპლიკაციის - mygpi-ის და ასევე ვებ გვერდიდან mygpi.ge-ის საშუალებით.
სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობისას გაჩენილი პრობლემური გარემოებების და ხარვეზების არსებობისას, 24 სათის განმავლობაში შესაძლებელია დაკავშირება საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტთან ნომერზე: 591 505 529. ასევე, სადაზღვევო კომპანიასთან სამედიცინო კუთხით წარმოშობილი ხარვეზებისა და პრობლემური საკითხების გაჩენის შემთხვევაში, რომლის გადაჭრასაც ვერ ხერხდება გენერალური შტაბის სამედიცინო პუნქტის მიერ, შესაძლებელია გაკეთდეს მოხსენება სამედიცინო დეპარტამენტში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით ელექტრონულ საფოსტო მისამართზე - [email protected] ან არსებული წესის მიხედვით, ოფიციალური წერილის სახით.
სტანდარტული (საბაზისო) პაკეტი, სამხედრო მოსამსახურეთა, და სამოქალაქო პირების ოჯახის წევრების დაზღვევასაც ითვალისწინებს.
საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლების, სურვილის შემთხვევაში, გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტებით სარგებლობასაც შეძლებენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, სამინისტროსა და გენერალური შტაბის, ასევე მათზე დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისა და სამხედრო შენაერთების ყველა თანამშრომელი, რიგითი ჯარისკაცი სადაზღვევო მომსახურების თანაბარი პირობებით სარგებლობენ.