დებულება | დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების
და კომპეტენციის შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების დანერგვა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობაში მოყვანისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, შემდგომი მონიტორინგი;
ბ) სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა;
გ) სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მისაწოდებელი საქონლის შემოწმება;
დ) კვებითი მომსახურების ხარისხის შემოწმება/კონტროლი.
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობაში მოყვანისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, სამინისტროს სისტემაში სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების დანერგვა და შემდგომი მონიტორინგი;
ბ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სარგებლობაში არსებული, ასევე სამინისტროს დაკვეთით წარმოებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა;
გ) ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განსაზღვროს შემსრულებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რამდენად შეესაბამება მის მიერვე წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას და სხვა შესაბამის აქტებს;
დ) სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესყიდვის ობიექტის შემოწმება;
ე) შესასყიდი საწვავ-საპოხი მასალის ვიზუალური და დოკუმენტალური შემოწმება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებთან ხარისხის, ღირებულებისა და მოცულობების განსაზღვრა-დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა;
ზ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რაციონალური და უსაფრთხოების მიზნით სურსათის ხარისხისა და კვების კონტროლი;
თ) სამხედრო ქვედანაყოფების კვების ბლოკებში საკვები პროდუქტების შენახვის, გადამუშავებისა და მომზადების, გამოყენების წესების დაცვის, ტრანსპორტირების, სანიტარიულ-ჰიგიენური, საკვები პროდუქციის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი;
ი) სამინისტროს დაკვეთით სამინისტროს ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მაღალი და დაბალი ძაბვის, შიდა და გარე ელექტრომომარაგების, სახანძრო სისტემების, გათბობა-გაგრილების, კონდიცირება-ვენტილაციის, ბუნებრივი აირით მომარაგების, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა;
კ) შესყიდული ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ხარისხის და მისი შემადგენელი ერთეულების გამოცდის კონტროლი;
ლ) შენახვაზე მყოფი საბრძოლო მასალების პერიოდულ გამოცდებში მისი ხარისხის შემოწმების მიზნით კონტროლის განხორციელება დადგენილ ნორმებთან და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან მიმართებაში.