რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი
რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი

დებულება


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი განსაზღვრავს სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

დეპარტამენტის ამოცანებია:


ა) თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების იმპლემენტაციის მხარდაჭერა, შესაბამისი რეფორმების კოორდინაცია, მონიტორინგი და ანგარიშგება;

ბ) თავდაცვის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ტრანსფორმაციის ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მხარდაჭერა;

გ) სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფის და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტური მუშაობის კოორდინაცია;

დ) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მხარდაჭერა, მიმდინარე მონიტორინგი და ანგარიშგება;

ე) სამთავრობოდონეზე დაუწყებათაშორისფორმატშისამინისტროსმიერაღებული ვალდებულებების შემუშავების კოორდინაცია, აღსრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;

ვ) სამინისტროს სისტემაში ნატოს, უსაფრთხოებისსფეროშიმოქმედსაერთაშორისოორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატით გათვალისწინებული დოკუმენტების/პროგრამების/გეგმების ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობის მონიტორინგი და კონტროლი.

 



დეპარტამენტის კომპეტენციებია:


ა) სამინისტროს არსებული ძირითადი სამოქმედო გეგმით (იგივე თავდაცვის ტრანსფორმაციის იმპლემენტაციის გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ და „მინისტრის ხედვის“, ასევე სხვა სტრატეგიული დოკუმენტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ღონისძიებებს) განსაზღვრული ღონისძიებების პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების მიერ მითითებულ ვადებში აღსრულების და აღსრულების ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი. ანგარიშგებისა და მონიტორინგის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა შესაბამისი ტრენინგების მოთხოვნითა და უზრუნველყოფით. სტრუქტურული ერთეულების მიერ იმპლემენტაციის გეგმებში გაწერილი ღონისძიებების აღსრულების პროგრესის პერიოდული ანგარიშის (მოხსენების) მოთხოვნა. იმპლემენტაციის გეგმებში გაწერილი ღონისძიებების აღსრულების პროგრესის/სტატუსის, შუალედური დასკვნებისა და რეკომენდაციების პერიოდული (კვარტალური) მოხსენების შემუშავება და მართვის ჯგუფისთვის (შუალედური სათათბირო ორგანო) წარდგენა. მართვის ჯგუფის მიერ იმპლემენტაციის ე.წ. „პროგრესის მოხსენების“ შემუშავების კოორდინაცია და ხელმძღვანელი რგოლისთვის (გადაწყვეტილებისმიმღებისაბჭო-უმაღლესისათათბიროორგანო)წარდგენაშესაბამისი დასკვნებითა და რეკომენდაციებით;

ბ) სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღები საბჭოსა და მართვის ჯგუფის სამდივნოს ფუნქციის შესრულება. მათი ორგანიზაციულიდატექნიკურიუზრუნველყოფა.სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების მოქნილობისა და დახვეწის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმაში გაწერილ ღონისძიებებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების მიერ მითითებულ ვადებში აღსრულებისა და აღსრულების ხარისხის მიმდინარე მონიტორინგი და კონტროლი. სამოქმედო გეგმაში გაწერილი ღონისძიებების აღსრულების პროგრესის პერიოდული ანგარიშის მოთხოვნა. სამოქმედო გეგმაში გაწერილი ღონისძიებების აღსრულების პროგრესის/სტატუსის, შუალედური დასკვნებისა და რეკომენდაციების პერიოდული (კვარტალურად) მოხსენების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

დ) მთავრობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში გაწერილი პრიორიტეტების შესაბამისად სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების შემუშავების კოორდინაცია. პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული ღონისძიებების შესაბამის ვადებში აღსრულებისა და აღსრულების ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი. გეგმის აღსრულების პროგრესის პერიოდული ანგარიშის (მოხსენების) მოთხოვნა, დამუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ე) სამინისტროსა და სამინისტროს თავდაცვის ძალებში, ასევე, მათ შორის, ჰორიზონტალური და ვერტიკალური კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გაზიარების და სხვასაკომუნიკაციო საშუალებების/ზომებისრეკომენდირება, რეფორმების მიმდინარეობისშესახებ სპეციალური საინფორმაციო ბარათის მომზადება და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერა;

ვ) თავდაცვის ტრანსფორმაციის ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; მიმდინარე/დაგეგმილი რეფორმების მიმოხილვა/ანალიზი; სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა; სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ურთიერთგადამკვეთი საქმიანობის კოორდინაცია და სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებთან და რეფორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ზ) თავდაცვის საბიუჯეტო პროგრამების აღსრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, და შემუშავებული ანგარიშის ხელმღვანელობისთვის წარდგენა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.