თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტი
თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტი

დებულება  |დეპარტამენტის უფროსი 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საქართველოს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების (მათი აპარატების) საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა

 

დეპარტამენტის კომპეტენციებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნებსა დასაერთაშორისოორგანიზაციებში,თავდაცვისსფეროშისაქართველოს წარმომადგენლობის (თავდაცვის ატაშეს/წარმომადგენლის აპარატების) ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს დიპლომატიურ საქმიანობაში მონაწილეობა, საზღვარგარეთის ქვეყნების თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების მიზნით, მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად;

გ) თავდაცვის ატაშეს/წარმომადგენლის (და მისი აპარატის მოსამსახურეების) კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობა. მომზადების და როტაციის წესით წარგზავნის პროცედურების კოორდინაცია;

დ) თავდაცვის ატაშეს/წარმომადგენლის (და მისი აპარატის) ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის (მათ შორის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სამართლებრივი დოკუმენტაციით უზრუნველყოფის) კოორდინაცია;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის წარმოება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საპროტოკოლო საქმიანობის წარმოება.