დებულება/სარდალი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა არის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მასზე დაკისრებული ამოცანების/კომპეტენციის განხორციელებისას ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს.
სარდლობის ამოცანებია:
ა) ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით, თავდაცვის გეგმით განსაზღვრული ოპერაციის რაიონში სრული სპექტრის ოპერაციების წარმოება, დაქვემდებარებული ერთეულების მართვა და დასახული ამოცანების შესრულება;
ბ) საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში მონაწილეობა;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერა.
სარდლობის კომპეტენციაა:
ა) საომარ მოქმედებათა თეატრში ოპერატიული და ტაქტიკური ამოცანების შესრულება;
ბ) საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვა, ოპერატიული და ტაქტიკური მართვისა და კონტროლის განხორციელება და გეგმების შემუშავება;
გ) თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებით გაერთიანებული ოპერატიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საბრძოლო მომზადების დაგეგმვა, წვრთნებისა და სწავლებების ჩატარება, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
ე) შესაბამისი დავალების საფუძველზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ჩატარება;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერა, შესაძლებლობის ფარგლებში სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციების ჩატარება;
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად ჰუმანიტარულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
თ) გაერთიანებულ (ეროვნულ) და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობის მიღება;
ი) კანონმდებლობის შესაბამისად საერთაშორისო ოპერაციებში/მისიებში მონაწილეობის მიღება;
კ) პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობა და მათი კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და საშტატო სტრუქტურის დაგეგმვაში მონაწილეობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში სადაზვერვო და უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
მ) ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ორგანიზება, სამხედრო-ტექნიკური, მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვა, შესრულების ორგანიზება, კოორდინირება და მონიტორინგი;
ნ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის უზრუნველყოფა; კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი; ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზება და უზრუნველყოფა;
ო) სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება;
პ) საინჟინრო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება;
ჟ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე, მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მითითებებისა და დავალებების შესრულება.