თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა
თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა

6

 

დებულება

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა სარდლობა არის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მასზე დაკისრებული ამოცანების/კომპეტენციის განხორციელებისას ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს.

  

სარდლობის ამოცანებია:

 

ა) ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით, თავდაცვის გეგმით განსაზღვრული ოპერაციის რაიონში დაქვემდებარებული ერთეულების მართვა და დასახული ამოცანების შესრულება;

 

ბ) საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში მონაწილეობა;

 

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციების დროს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა.

 

 

სარდლობის კომპეტენციაა:

 

ა) საომარ მოქმედებათა თეატრში ოპერატიული და ტაქტიკური ამოცანების შესრულება;

 

ბ) საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვა, ოპერატიული და ტაქტიკური მართვისა და კონტროლის განხორციელება და გეგმების შემუშავება;

 

გ) თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებით გაერთიანებული ოპერატიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;

 

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საბრძოლო მომზადების დაგეგმვა, წვრთნებისა და სწავლებების ჩატარება, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

 

ე)  შესაბამისი დავალების საფუძველზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ჩატარება;

 

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა, შესაძლებლობის ფარგლებში სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციების  ჩატარება;

 

ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, ჰუმანიტარულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;

 

თ) გაერთიანებულ (ეროვნულ) და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობის მიღება;

 

ი) კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;

 

კ) პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობა და მათი კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და საშტატო სტრუქტურის დაგეგმვაში მონაწილეობა;

 

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სადაზვერვო და უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

 

მ) ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ორგანიზება, სამხედრო-ტექნიკური, მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვა, შესრულების ორგანიზება, კოორდინირება და მონიტორინგი;

 

ნ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის უზრუნველყოფა. კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი, ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზება და უზრუნველყოფა;  

 

ო) საინჟინრო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება;

 

პ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე, მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მითითებებისა და დავალებების შესრულება.