გენერალური შტაბი

2

 

დებულება

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. გენერალური შტაბი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის წინაშე.

 

გენერალური შტაბის ამოცანებია:

 

1. თავდაცვის ძალების მეთაურისთვის თავდაცვის ძალების მიერ ფუნქციების შესრულებაში ხელის შეწყობა.


2. თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაში და სამხედრო საფრთხის შეფასებაში მონაწილეობა.


3. თავდაცვის ძალებისათვის სტრატეგიულ-ოპერატიული გეგმების მომზადება და სტრატეგიულ-ოპერატიული მიმართულებების განსაზღვრა.


4. საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში გაერთიანებული ძალების, ოპერატიული და ტაქტიკური დაჯგუფებების სტრუქტურის შემუშავება და მათი მოქმედების კონტროლი.


5. სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, თანამედროვე საჭიროებებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი სამხედრო პერსონალის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და თავდაცვის ძალებში დანერგვა.


6. სამხედრო პერსონალის დაგეგმვის, მზადყოფნის და მართვის სისტემების ჩამოყალიბება/განვითარება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.


7. არსებული და დაგეგმილი ძალთა სტრუქტურიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალებში -შემავალი ქვედანაყოფების ოპტიმალური საშტატო ნუსხის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ტაბელების მომზადება.


8. სამინისტროს სამხედრო პერსონალის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზიდან და თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების პერსონალის მზადყოფნის შეფასებიდან გამომდინარე, ტენდენციების დადგენა და მზადყოფნის მაღალი ხარისხის მისაღწევად პერსონალის ეფექტიანი დაგეგმვა და შესაბამისი პროცესების მართვა.


9. თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგრადობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა.

 

10. თავდაცვის ძალების სტრატეგიული და ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების შემუშავებისა და აღსრულების პროცესში გენერალური შტაბის

პერსონალის მხარდაჭერის საკითხებით უზრუნველყოფა.

 

11. ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების აღსრულების პროცესში თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებით შევსების კოორდინირება და ზედამხედველობა.


12. თავდაცვის ძალების სადაზვერვო ღონისძიებების კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზება.


13. თავდაცვის ძალების მართვისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და თავდაცვის ძალების მეთაურისათვის წარდგენა.


14. სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და ოპერატიული გეგმების შემუშავება.


15. კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვაში და აღსრულების კოორდინაციაში მონაწილეობა.


16. საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერის განხორციელება.


17. გაერთიანებული (ეროვნული) და საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვა და ჩატარება.


18. თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური ოპერაციებისა და ლოჯისტიკური მარაგების დაგეგმვა.


19. თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი გეგმების შემუშავება, აგრეთვე თავდაცვის ძალების სტრატეგიული გეგმების მხარდასაჭერად ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმების შემუშავება.


20. თავდაცვის პოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე გრძელვადიანი ოპერატიული მოთხოვნის განსაზღვრა და ძალთა დაგეგმვა.


21. თავდაცვის ძალების წინაშე დასმული ამოცანებიდან გამომდინარე, სტრატეგიული გეგმების შემუშავება და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფა.

 

22. სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის კოორდინაცია.


23. სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების შესაბამისად რესურსების დაგეგმვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.


24. სამინისტროს მართვისა და კონტროლის სისტემის მხარდაჭერის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია.


25. კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების თავდაცვის ძალებში დანერგვა და მათი შემდგომი განვითარების ორგანიზება.


26. თავდაცვის ძალებში სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.


27. თავდაცვის ძალებში გამოცდილების გაზიარების სისტემის ფუნქციონირებისათვის კოორდინაციის გაწევა.


28. თავდაცვის ძალებში დოქტრინების შემუშავება/განვითარების პროცესისათვის კოორდინაციის გაწევა.


29. თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მათი საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებასა და დაგეგმვაში მონაწილეობა, თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების საქმიანობების კოორდინაცია.


30. განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების მონიტორინგი.

 

31. თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში სპორტული ღონისძიებებისა და ცეცხლსასროლი (სამსახურებრივ-საშტატო) იარაღიდან სროლის კურსების ჩატარება.


32. კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის ძალების სამართლებრივი და საფინანსო უზრუნველყოფა.

 
33. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირება.


34. კომპეტენციის ფარგლებში, საქმისწარმოების (საიდუმლო/არასაიდუმლო) ორგანიზება და არქივის მართვა.


35. თავდაცვის ძალებში საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების განხორციელება და ინსპექტირების გეგმების შემუშავება.


36. საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, შეფასებისა და ანალიზის განხორციელება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება თავდაცვის ძალების მეთაურისათვის გადაწყვეტილების მისაღებად.


37. საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების, შეფასებისა და ანალიზის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება.


38. საბრძოლო მზადყოფნისათვის საჭირო მოთხოვნების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.


39. „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების“ შესახებ ხელშეკრულების, „ღია ცის“ შესახებ ხელშეკრულების, „სამხედრო ინფორმაციის გლობალური გაცვლისა“ და „ვენის 2011 წლის“ დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების იმპლემენტაცია.


40. თავდაცვის ძალებში სამედიცინო უზრუნველყოფის (მიმდინარე და პერსპექტიული) გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი.


41. სამედიცინო ქონებითა და სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფის დაგეგმვა, მომარაგება და მათ მიმოქცევაზე კონტროლი.


42. თავდაცვის ძალებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასება და გასატარებელ ღონისძიებებათა დაგეგმვა.


43. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელი (გარდა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების) სამოქალაქო პერსონალით დროული და ხარისხობრივი დაკომპლექტების უზრუნველყოფა.


44. სამინისტროს სისტემის სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეთა რეკრუტირების, შერჩევის, გადანაწილება-დანიშვნის, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობათა მინიჭების, მომზადება-გადამზადების, პროფესიული განვითარების, განათლების მიღების და შენარჩუნების უზრუნველყოფა.


45. სამინისტროს სისტემის სამხედრო პერსონალის კარიერის დაგეგმვისა და მართვის უზრუნველყოფა. 

 

46. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირთა სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაციის და სოციალური გარანტიების საკითხების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში.


47. თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის მხარდასაჭერად სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დროული, უწყვეტი, საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირება.


48. სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ტაქტიკური დონის სისტემებთან ურთიერთქმედება.