რეფორმების კოორდინაციის და მონიტორინგის სამმართველო
რეფორმების კოორდინაციის და მონიტორინგის სამმართველო

დებულება | სამმართველოს უფროსი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციის და მონიტორინგის სამმართველო წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების,  საკანონმდებლო  და  კანონქვემდებარე  აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს  მთავრობისა  და  საქართველოს თავდაცვის  მინისტრის (შემდგომში  – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 

სამმართველოს ამოცანებია:

 

  • თავდაცვის სტრატეგიული  და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების იმპლემენტაციის  მხარდაჭერა, მონიტორინგი და ანგარიშგება;
  • თავდაცვის ტრანსფორმაციის  ხელშეწყობა  და სამინისტროსა  და საქართველოს შეიარაღებული  ძალების გენერალური შტაბის შესაბამისი სტრუქტურული  ქვედანაყოფების მიერ ტრანსფორმაციის ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მხარდაჭერა;
  • სამინისტროში  გადაწყვეტილების  მიღების  პროცესების  ხელშეწყობის  მიზნით მუდმივმოქმედი  სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფის და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტური მუშაობის კოორდინაცია;
  • სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მხარდაჭერა, მიმდინარე მონიტორინგი და ანგარიშგება;
  • სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შემუშავების კოორდინაცია, აღსრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;
  • სამინისტროს სისტემაში  ნატოს,  უსაფრთხოების  სფეროში  მოქმედ  საერთაშორისო ორგანიზაციებთან  და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატით გათვალისწინებული დოკუმენტების/პროგრამების/გეგმების ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობის მონიტორინგი და კონტროლი.

 

სამმართველოს კომპეტენციებია:

 

  • ,,თავდაცვის სტრატეგიული  მიმოხილვის“  (თსმ) იმპლემენტაციის  გეგმით ან/და სამინისტროს  არსებული ძირითადი სამოქმედო გეგმით (იგივე ტრანსფორმაციის გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც „თავდაცვის სტრატეგიული    მიმოხილვის“ რეკომენდეციების    შესაბამის    ღონისძიებებს,    ასევე   სხვა   სტრატეგიული დოკუმენტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ღონისძიებებს) განსაზღვრული ღონისძიებების პასუხისმგებელი  სტრუქტურული  ერთეულების მიერ მითითებულ ვადებში აღსრულების და აღსრულების    ხარისხის    მონიტორინგი    და კონტროლი. ანგარიშგებისა    და    მონიტორინგის    სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა შესაბამისი ტრენინგების მოთხოვნითა  და უზრუნველყოფით.  სტრუქტურული  ერთეულების  მიერ იმპლემენტაციის გეგმებში გაწერილი ღონისძიებების აღსრულების პროგრესის პერიოდული ანგარიშის (მოხსენების) მოთხოვნა. იმპლემენტაციის გეგმებში გაწერილი ღონისძიებების აღსრულების პროგრესის/სტატუსის, შუალედური დასკვნებისა და რეკომენდაციების პერიოდული (კვარტალური) მოხსენების შემუშავება და მართვის ჯგუფისთვის (შუალედური სათათბირო  ორგანო)  წარდგენა.  მართვის  ჯგუფის  მიერ  იმპლემენტაციის  ე.წ. „პროგრესის მოხსენების“ შემუშავების კოორდინაცია და ხელმძღვანელი რგოლისთვის (გადაწყვეტილების მიმღები საბჭო-უმაღლესი სათათბირო ორგანო) წარდგენა შესაბამისი დასკვნებითა და რეკომენდაციებით;

 

  • სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღები საბჭოსა და მართვის ჯგუფის სამდივნოს ფუნქციის შესრულება. მათი ორგანიზაციული  და ტექნიკური  უზრუნველყოფა. სამინისტროში  გადაწყვეტილების  მიღების პროცესების მოქნილობისა და  დახვეწის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

 

  • სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმაში გაწერილ ღონისძიებებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების მიერ მითითებულ ვადებში აღსრულებისა   და  აღსრულების  ხარისხის  მიმდინარე   მონიტორინგი და  კონტროლი. სამოქმედო   გეგმაში გაწერილი ღონისძიებების  აღსრულების  პროგრესის  პერიოდული  ანგარიშის მოთხოვნა. სამოქმედო გეგმაში გაწერილი  ღონისძიებების  აღსრულების  პროგრესის/სტატუსის, შუალედური  დასკვნებისა  და რეკომენდაციების პერიოდული (კვარტალურად) მოხსენების შემუშავება და მართვის ჯგუფისთვის წარდგენა;

 

  • მთავრობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში გაწერილი პრიორიტეტების შესაბამისად სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების შემუშავების კოორდინაცია. პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების   მიერ   შემუშავებული   ღონისძიებების შესაბამის   ვადებში   აღსრულებისა   და   აღსრულების ხარისხის  მონიტორინგი  და კონტროლი.  გეგმის  აღსრულების  პროგრესის  პერიოდული  ანგარიშის (მოხსენების) მოთხოვნა, დამუშავება და მთავრობისთვის წარდგენა;

 

  • სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში, ასევე, მათ შორის, ჰორიზონტალური და  ვერტიკალური  კომუნიკაციის  ხელშეწყობის  მიზნით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,   გაზიარების  და  სხვა  საკომუნიკაციო საშუალებების/ზომების  რეკომენდირება, რეფორმების მიმდინარეობის შესახებ სპეციალური საინფორმაციო ბარათის მომზადება და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერა;

 

  • თავდაცვის ტრანსფორმაციის ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება: მიმდინარე/დაგეგმილი რეფორმების  მიმოხილვა/ანალიზი;     თავდაცვის ტრანსფორმაციის     ალტერნატიული     წინადადებების შემუშავება და რეკომენდაციების შეთავაზება; სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა; სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული  ერთეულების  ურთიერთგადამკვეთი  საქმიანობის კოორდინაცია და სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებთან და რეფორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

 

  • თავდაცვის სისტემის განვითარების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება;

 

  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.