სერჟანტთა საფეხურებრივი განათლების სისტემა
სერჟანტთა საფეხურებრივი განათლების სისტემა

სერჟანტთა შემადგენლობის სამხედრო-პროფესიული განათლების სისტემა შედგება ოთხი დონისგან:

 

1. სერჟანტთა საწყისი სამხედრო განათლება - I დონე:

 

სერჟანტთა საწყისი სამეთაურო  მომზადების პროგრამა

 

სერჟანტთა საწყისი სამეთაურო მომზადების პროგრამით განსაზღვრული კურსები ტარდება შესაბამის სასწავლო ცენტრებში/სკოლებში და გულისხმობს უმცროსი სერჟანტის საშტატო თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო-პროფესიულ განათლებას.

 

სერჟანტთა საწყისი სამეთაურო მომზადების პროგრამები წარმოადგენენ სამეთაურო პროგრამებს და განკუთვნილია იმ სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომელებიც დაინიშნებიან უმცროსი სერჟანტის საშტატო თანამდებობაზე

 

სერჟანტთა საწყისი სამეთაურო მომზადების პროგრამები, სამხედრო მოსამსახურეებს აძლევს ცოდნას და უყალიბებს სამეთაურო უნარ-ჩვევებს ათეულის მეთაურის ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის მოვალეობის შესასრულებლად.

 

სერჟანტთა საწყისი სამეთაურო მომზადების პროგრამებზე მიიღებიან დაწინაურებისათვის შერჩეული კაპრალის ან კაპრალ-სპეციალისტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც კაპრალის ან კაპრალ-სპეციალისტის წოდებით ნამსახურები აქვთ მინიმუმ 18 თვე და გავლილი აქვთ საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი/შერჩევის პროცედურები.

 

2. სერჟანტთა ძირითადი სამხედრო განათლება - II დონე:

 

სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო მომზადების პროგრამა (I საფეხური)

 

სერჟანტთა  ძირითადი სამეთაურო  მომზადების პირველი საფეხურის პროგრამებით განსაზღვრული კურსები ტარდება შესაბამის სასწავლო ცენტრებში/სკოლებში და გულისხმობს სერჟანტის საშტატო თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო-პროფესიულ განათლებას.

 

სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო მომზადების პირველი საფეხურის პროგრამები დაწინაურებისთვის შერჩეულ უმცროსი სერჟანტის წოდების სამხედრო მოსამსახურეებს აძლევს ცოდნას და უნვითარებს სამეთაურო უნარ-ჩვევებს ოცეულის სერჟანტის (მასთან გათანაბრებული თანამდებობის) მოვალეობების შესასრულებლად.

 

სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო მომზადების პირველი საფეხურის პროგრამებზე მიიღებიან დაწინაურებისათვის შერჩეული უმცროსი სერჟანტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც უმცროსი სერჟანტის წოდებით ნამსახურები აქვთ მინიმუმ 18 თვე და მიღებული აქვთ სერჟანტის საწყისი სამხედრო განათლება.

 

სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო  მომზადების პროგრამის (II საფეხური)

 

სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო მომზადების მეორე საფეხურის პროგრამით განსაზღვრული კურსი ტარდება სერჟანტთა მომზადების ცენტრში და  გულისხმობს უფროსი სერჟანტის საშტატო თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო-პროფესიულ განათლებას.

 

სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო მომზადების მეორე საფეხურის პროგრამით განსაზღვრული კურსი, დაწინაურებისათვის შერჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს, აძლევს ცოდნას, რათა დაეუფლონ ასეულის მართვის მხარდაჭერის ხელოვნებას და განავითარონ მეთაურობის (ლიდერობის) უნარ-ჩვევები, ასეულის სერჟანტის (მასთან გათანაბრებული თანამდებობის) მოვალეობების შესასრულებლად.

 

 სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო მომზადების მეორე საფეხურით განსაზღვრულ კურსზე მიიღებიან დაწინაურებისათვის შერჩეული სერჟანტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც სერჟანტის სამხედრო წოდებით ნამსახურები აქვთ 30 თვე და გავლილი აქვთ  სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო მომზადების პირველი საფეხურის პროგრამები.

 

3. სერჟანტთა შუალედური სამხედრო განათლება - III დონე:

 

სერჟანტთა შუალედური სამეთაურო მომზადების პროგრამა

 

სერჟანტთა შუალედური სამეთაურო მომზადების პროგრამით  განსაზღვრული კურსი (2018 წლიდან) ტარდება სერჟანტთა მომზადების ცენტრში და გულისხმობს მასტერ სერჟანტის/მთავარი სერჟანტის საშტატო თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო-პროფესიულ განათლებას.

 

სერჟანტთა შუალედური სამეთაურო მომზადების პროგრამით განსაზღვრული კურსი დაწინაურებისათვის შერჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს აძლევს ცოდნას, რათა  დაეუფლონ ბატალიონის/ბრიგადის მართვის მხარდაჭერის ხელოვნებას და განავითარონ მეთაურობის (ლიდერობის) უნარ-ჩვევები, ბატალიონის/ბრიგადის სერჟანტის (მასთან გათანაბრებული თანამდებობის) მოვალეობების შესასრულებლად.

 

სასწავლებლად მიიღებიან:

 

  • დაწინაურებისათვის შერჩეული უფროსი სერჟანტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც ამავე წოდებით ნამსახურები აქვთ მინიმუმ 48 თვე და გავლილი აქვთ სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო მომზადების პროგრამის მეორე საფეხური (ყოფილი სამეთაურო საშტაბო კურსი);

 

  • დაწინაურებისათვის შერჩეული მასტერ სერჟანტის და მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დანიშნულები არიან მასტერ სერჟანტის ან მთავარი სერჟანტის საშტატო თანამდებობაზე და გავლილი აქვთ სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო მომზადების პროგრამის მეორე საფეხური (ყოფილი სამეთაურო-საშტაბო კურსი).

 

 4. სერჟანტთა უმაღლესი სამხედრო განათლება - IV დონე:

 

სერჟანტთა უმაღლესი სამეთაურო მომზადების პროგრამა

 

სერჟანტთა უმაღლესი სამხედრო განათლებით განსაზღვრული კურსები ტარდება პარტნიორ ქვეყნებში და გულისხმობს მთავარი სერჟანტის საშტატო თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეების პროფესიულ განათლებას.

 

სერჟანტთა უმაღლესი სამხედრო განათლებით განსაზღვრული კურსები სამხედრო მოსამსახურეებს აძლევს ცოდნას დაეუფლონ ტაქტიკურ და ოპერტიულ დონეზე მართვის მხარდაჭერის ხელოვნებას.

 

სასწავლებლად მიიღებიან სამხედრო მოსამსახურეები მასტერ სერჟანტის და მთავარი სერჟანტის წოდებით, რომლებიც შერჩეულნი არიან უმაღლესი შერჩევის საბჭოს მიერ, გავლილი აქვთ სერჟანტთა სამეთაურო მომზადების პროგრამა და უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების შემდეგ დაინიშნებიან სარდლობის და შეირაღებული ძალების მთავარი სერჟანტის თანამდებობაზე.