დებულება | სამმართველოს უფროსი
სამმართველოს ამოცანებია:
თავდაცვის ძალებში საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების განხორციელება და ინსპექტირების გეგმების შემუშავება;
საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, შეფასებისა და ანალიზის განხორციელება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება თავდაცვის ძალების მეთაურისათვის გადაწყვეტილების მისაღებად;
საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების, შეფასებისა და ანალიზის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება;
საბრძოლო მზადყოფნისათვის საჭირო მოთხოვნების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
სამმართველოს კომპეტენციაა:
საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, შეფასებისა და ანალიზის განხორციელება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად;
საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების, შეფასებისა და ანალიზის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება;
სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური ნორმატივების ჩატარების შედეგების სისტემატიზაცია და თავდაცვის ძალების მეთაურისთვის წარდგენა;
საბრძოლო მზადყოფნისათვის საჭირო მოთხოვნების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.