გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტი
გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტი

დებულება | დეპარტამენტის უფროსი

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

 

თავდაცვის ძალებში სამედიცინო უზრუნველყოფის (მიმდინარე და პერსპექტიული) გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;

 

სამედიცინო ქონებითა და სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფის დაგეგმვა, მომარაგება და მათ მიმოქცევაზე კონტროლი;

 

თავდაცვის ძალებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასება და გასატარებელ ღონისძიებებათა დაგეგმვა.

 

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

 

სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიმართ ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის გატარება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება. მოქმედი პროგრამების ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით განახლება;

 

დასახული ამოცანების შესრულებისათვის თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში სამედიცინო უზრუნველყოფის კოორდინაცია და კონტროლი, სამედიცინო საქმიანობის საერთო ზედამხედველობა, სამედიცინო ქვედანაყოფებისათვის სამედიცინო მიმართულებით მითითებების, ინსტრუქციების, სტანდარტული სამედიცინო პროცედურების და რეკომენდაციების გაცემა;

 

საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების დროს, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის განსაზღვრული სამედიცინო დახმარების მოცულობისა და ხარისხის მაქსიმალური თანხვედრა მშვიდობიანობის დროის სტანდარტებთან;

 

სამინისტროს პრიორიტეტების საფუძველზე, თავდაცვის ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების შემუშავება, ასევე თავდაცვის ძალების სამედიცინო ქონებით და სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება და თავდაცვის ძალების მეთაურისათვის წარდგენა;

 

კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების მონიტორინგი, განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

 

კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო-სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი სახელმძღვანელოების შემუშავება და მათი დანერგვის ხელშეწყობა თავდაცვის ძალებში;

 

კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო ოპერაციების და სამხედრო-საველე სწავლებების სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვა და მისი აღსრულების კონტროლი;

 

დაჭრილთა და ავადმყოფთა სამედიცინო ევაკუაციის დაგეგმვა და კოორდინაცია;

 

სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;

 

თავდაცვის ძალებში სამედიცინო ქონების და სამკურნალწამლო საშუალებების სტრატეგიული, ოპერატიული და საჯარისო მარაგების გათვლა და სამედიცინო მომარაგების დაგეგმვა;

 

ქვედანაყოფებში მოსამსახურეთა ავადობისა და ტრამვატიზმის აღრიცხვიანობის კონტროლი, ანალიზი და პრევენციისათვის წინადადებების შემუშავება;

 

საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების, ყველა სახის სამედიცინო ქონების მიღება, აღრიცხვა, შენახვა, გაცემა და აღნიშნული ქონებით თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების მომარაგება, ასევე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა;

 

დადგენილი ნორმების შესაბამისად, თავდაცვის ძალებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასება, დაავადების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა, აღმოჩენილი დარღვევებისას რეკომენდაციების გაცემა და მონიტორინგი მათ შესრულებასა და გატარებაზე;

 

სამედიცინო ქონების სააღრიცხვო ფორმების სრულყოფისათვის რეკომენდაციების მომზადება, ხარჯვადი სამედიცინო საშუალებების ვარგისიანობის ვადების მონიტორინგი და მათი გადანაწილება მოთხოვნების შესაბამისად;

 

სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის დისლოკაციის ადგილზე განთავსებული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა სტომატოლოგიური მომსახურება და გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება.