დებულება | სამმართველოს უფროსი
სამმართველოს ამოცანებია:
„ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების“ შესახებ ხელშეკრულების, „ღია ცის“ შესახებ ხელშეკრულების, „სამხედრო ინფორმაციის გლობალური გაცვლისა“ და „ვენის 2011 წლის“ დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების იმპლემენტაცია.
სამმართველოს კომპეტენციაა:
შეიარაღებაზე და სამხედრო საქმიანობის კონტროლის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების განხორციელების პროცესში და მოლაპარაკებებში ექსპერტთა სტატუსით მონაწილეობა;
საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გასაცვლელი ინფორმაციების, შეტყობინებების მომზადება, შესაბამისი დიპლომატიური არხებისა და საერთაშორისო დახურული ელექტრონული ქსელით მათი მიღება-დაგზავნა;
საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოების საინსპექციო ჯგუფების მიღება, (პასიური კვოტა) თანხლება და უზრუნველყოფა;
საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოებში ინსპექციების განხორციელება (აქტიური კვოტა) და სტუმარ-ინსპექტორთა სტატუსით ინსპექციებში მონაწილეობა;
კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო შეიარაღებაზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა;
სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებისა და სასწავლო დაწესებულებების მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოების საინსპექციო ჯგუფების მიღებისათვის, ოფიცრებისათვის ლექცია-სემინარების ჩატარება;
საერთაშორისო ხელშეკრულებების წევრი სახელმწიფოების შეიარაღებაზე კონტროლის სააგენტოებსა და სავერიფიკაციო ცენტრებთან.