გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი
გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი

დებულება | დეპარტამენტის უფროსი

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

 

თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მათი საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებასა და დაგეგმვაში მონაწილეობა, თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების საქმიანობების კოორდინაცია;

 

განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების მონიტორინგი;

 

თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში სპორტული ღონისძიებებისა და ცეცხლსასროლი (სამსახურებრივ-საშტატო) იარაღიდან სროლის კურსების ჩატარება;

 

კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის ძალების სამართლებრივი და საფინანსო უზრუნველყოფა;

 

ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირება;

 

კომპეტენციის ფარგლებში, საქმისწარმოების (საიდუმლო/არასაიდუმლო) ორგანიზება და არქივის მართვა.

 

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

 

თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის სამსახურებრივი თათბირების ორგანიზება, გაცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე ზედამხედველობა;

 

თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციისა და წინადადებების წარდგენა განსახილველი საკითხებისა და მისაღები გადაწყვეტილებების თაობაზე;

 

კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის ძალების მეთაურისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ანგარიშების, წერილების, მოხსენებებისა და სხვა დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და ვიზირება;

 

საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, დადგენილი წესით თავდაცვის ძალების მეთაურისა და მისი მოადგილეების სახელზე შემოსული და გასული კორესპონდენციის (საიდუმლო, არასაიდუმლო) მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და დროულად მიწოდება შესაბამისი ადრესატისათვის, ასევე დოკუმენტების შესრულების კონტროლი (ვადების შესაბამისად);

 

თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების დადგენილი წესით რეგისტრაცია, დაგზავნა და შენახვა;

 

თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (საორგანიზაციო ბრძანებების (არასაიდუმლო)) ელექტრონულ პროგრამაში ასახვა და აღნიშნული აქტების კოდიფიცირება;

 

თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობისათვის ხელმოსაწერად წარსადგენი/გასაგზავნი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;

 

საქმეთა ნომენკლატურის (საიდუმლო/არასაიდუმლო) შემუშავება, საქმეთა შენახვისა და ჩამოწერის ორგანიზება;

 

საიდუმლო და არასაიდუმლო არქივის წარმოება, წარმოებადამთავრებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორის შემოწმება, მათი მიღება, აღრიცხვა და შენახვა;

 

თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების მონიტორინგი, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობის შემოწმება და მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების/წინადადებების მომზადება, მათი შესრულების კონტროლი;

 

თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების პირად შემადგენლობაზე განპიროვნებული იარაღისა და საბრძოლო მასალების სწორი შენახვა და მიღება-გაცემის უზრუნველყოფა;

 

კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობისა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო უზრუნველყოფა;

 

თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფებიდან შემოსული თავდაცვის ძალების მეთაურის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, ვიზირება და კომპეტენციის ფარგლებში მათი მიღების/გამოცემის უზრუნველყოფა;

 

შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების თავდაცვის ძალების დანაყოფებთან შეთანხმების უზრუნველყოფა და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;

 

საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფებიდან, სადავო საქმეებთან დაკავშირებული მასალებისა და სათანადო ინფორმაციის გამოთხოვა;

 

თავდაცვის ძალების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების სამართლებრივი უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;

 

თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში, სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია;

 

თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზება;

 

სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლის კურსების ჩატარება და კურსდამთავრებული მოსამსახურეებისათვის შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა;

 

თავდაცვის ძალების ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირება და შესაბამისი საქმისწარმოების განხორციელება;

 

ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი. ასევე აღნიშნულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა.