დებულება | დეპარტამენტის უფროსი
დეპარტამენტის ამოცანებია:
თავდაცვის ძალებში სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
თავდაცვის ძალებში გამოცდილების გაზიარების სისტემის ფუნქციონირებისათვის კოორდინაციის გაწევა;
თავდაცვის ძალებში დოქტრინების შემუშავება/განვითარების პროცესისათვის კოორდინაციის გაწევა.
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
თავდაცვის ძალებში სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების სისტემის განვითარებისათვის შესაბამისი კონცეპტუალური და საორგანიზაციო დოკუმენტების შემუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა;
თავდაცვის ძალებში სამხედრო განათლების გეგმების შემუშავება;
თავდაცვის ძალების გვარეობების მიხედვით სამხედრო საგანმანათლებლო სტანდარტების განსაზღვრა;
სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლის 83-ე პუნქტის სტანდარტებთან, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების დადგენილ წესებთან თავსებადობის განსაზღვრა;
სამხედრო საგანმანათლებლო სისტემის სტრუქტურების განვითარება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციაში;
სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი, არსებული მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანალიზის მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება;
საზღვარგარეთ სამხედრო განათლების პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრაში მონაწილეობა;
თავდაცვის ძალების ამოცანებიდან გამომდინარე, საბრძოლო მომზადების დაგეგმვის სტრატეგიისა და საორგანიზაციო მეთოდური მითითების შემუშავება;
თავდაცვის ძალებში საბრძოლო მომზადების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში მისი კოორდინირება და მონიტორინგი;
კომპეტენციის ფარგლებში სწავლებების დაგეგმვაში მონაწილეობა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
თავდაცვის ძალებში სასწავლო პოლიგონებისა და სასროლეთების განვითარების სტანდარტების განსაზღვრა;
ვადადაწესებული მოხსენებების ტაბელით და საბრძოლო მომზადების სახელმძღვანელო და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოების წესით განსაზღვრულ ვადებში, თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფებიდან მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, თავდაცვის ძალების მეთაურისათვის მოხსენების მომზადება;
თავდაცვის ძალებში ეფექტური სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების სისტემის განვითარებისთვის გამოცდილების (მათ შორის – პარტნიორი ქვეყნების) განზოგადება და გაზიარება;
თავდაცვის ძალებში დოქტრინების შემუშავების/განვითარების პროცესის კოორდინაცია, აგრეთვე პუბლიკაციების კოდირება და გამოცემისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
უცხოეთში მიღებული სამხედრო განათლების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შესწავლა და მინისტრის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის წინადადებების წარდგენა;
სამინისტროსა და თავდაცვის ძალების პრიორიტეტების გათვალისწინებით გამოცდილების გაზიარების მიმართულებების განსაზღვრა;
გამოცდილების გაზიარების სისტემის ფუნქციონირების საერთო კოორდინაცია და მონიტორინგი, გამოცდილების გაზიარების მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნა და გამოცდილების გაზიარების პორტალზე (შიდა სერვერზე) ინფორმაციის განთავსება და ადმინისტრირება;
გამოცდილების გაზიარებიდან მიღებული შედეგის მონიტორინგი აღსრულების პროცესში და გამოცდილების გაზიარების პრიორიტეტებზე რეკომენდაციების შემუშავება;
გამოცდილების გაზიარების კონცეპტუალური და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება.