სამედიცინო ლაბორატორია გაიხსნა
2 მაისი 2015
დღეს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების კვლევის სამედიცინო ლაბორატორია გაიხსნა.
ლაბორატორია ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ”საქართველოს სამედიცინო ჯგუფი” ინიციატივით შეიქმნა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, შემოწმებას გაივლიან აღნიშნულ ლაბორატორიაში, როგორც სამშვიდობო მისიებში გამგზავრებამდე, ასევე სამშობლოში დაბრუნების შემდგომ.
აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ პოლ რაილის განაცხადებით, “ამგვარი პრაქტიკა ნატოს წევრ ქვეყნებში დიდი ხანია რაც დაინერგა და კარგია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც მოხდა აღნიშნული ლაბორატორიის გახსნა, რომელიც იზრუნებს სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობაზე”.
სამედიცინო ლაბორატორიის გახსნის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის  ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.