შეიარაღებული ძალების თასის გათამაშება
2 მაისი 2015
დღეს დაიწყო ფეხბურთში საქართველოს შეიარაღებული ძალების თასის პირველი გათამაშება. ტურნირი დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის სტადიონზე ტარდება, მასში 16 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც 4 ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ქვეჯგუფში გამარჯვებულები 16 ივლისს ნახევარფინალებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 17 ივლისს ფინალური მატჩი გაიმართება.
 
ტურნირს ორგანიზებას უწევს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და სპორტული სააგენტო SBM GEORGIA.