აკადემიის მსმენელი მსოფლიო ტურნირის გამარჯვებულია
2 მაისი 2015
თავდაცვის ეროვნული აკადემიის მსმენელი, გურამ გუგუნეიშვილი მსოფლიო შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული გახდა.
4 ივლისს უკრაინის ქალაქ დონეცკის სპორტკომპლექს “სპორტმაქსში” შერეული ორთაბრძოლების ლიგის “MIX FIGHT M-1 ეგიდით ღია ტურნირი გაიმართა. “MIX FIGHT”-ის  საკლუბო ბრძოლები მძიმე და ზემძიმე კატეგორიებში ჩატარდა.
აკადემიის ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო ლოგისტიკის კურსის მსმენელი, გურამ გუგუნეიშვილი +93 კგ. კატეგორიაში გამოდიოდა. მისი მეტოქე მსოფლიო ჩემპიონი საბრძოლო სამბოში, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი რომან ბრაგინი იყო. გუგუნეიშვილმა პირველივე რაუნდში იმარჯვა და მცირე დროში 3 წუთში მახრჩობელა ილეთით გადაწყვიტა ბრძოლის ბედი.
ტურნირში კიდევ ერთი ქართველი, დავით ტყეშელაშვილი მონაწილეობდა, რომელმაც ასევე დაამარცხა მოწინააღმდეგე.
მსოფლიოს შემდგომი შესასრჩევი ტურნირი სექტემბრის ბოლოს გაიმართება.