ნორვეგიის სამეფოს ელჩი თავდაცვის უწყებაში
2 მაისი 2015
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დღეს, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩი, იონ რამბერგი და სამხედრო ატაშე, კაპიტანი, ჰელგე მოენი ეწვივნენ. სტუმრები თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა მარიკა ლალიაშვილმა და გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა, ლეონიდე სიხარულიძემ მიიღეს.
შეხვედრის მიზანი საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის განხილვა იყო. მხარეებმა ასევე, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მის სტრუქტურას გაეცნენ.
ნორვეგიის დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს.