ნატოს თავდაცვის მინისტერიალი
2 მაისი 2015
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში 10-11 მარტს იმართება.
თავდაცვის მინისტერიალი დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა. როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავდაცვის მინისტრებმა ლიბიაში და ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობის გარდა უსაფრთხოების ახალ გამოწვევებზეც იმსჯელეს.
მინისტერიალის მეორე დღეს   ISAF -ის ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართება. მონაწილეები ავღანეთში სტაბილურობის დამყარების გზებზე ისაუბრებენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. გამოსვლაში მინისტრი ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ისაუბრებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხება. ამ ეტაპზე ავღანეთში 929 პროფესიონალი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ასრულებს მისიას. ალიანსის საჭიროებებიდან გამომდინარე,  ავღანეთში პროგრესის მისაღწევად ადგილობრივი ეროვნული სამხედრო ძალების გასაწვრთნელად საქართველო არტილერიის ინსტრუქტორებს გააგზავნის. უკვე მიმდინარე გაზაფხულისთვის ფრანგული სარდლობის ქვეშ ავღანეთში 11 ქართველი ინსტრუქტორი იმსახურებს.
მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უცხოელ კოლეგებთან.