შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან
2 მაისი 2015
”თქვენთვის და სამხედრო კარიერით დაინტერესებული ნებისმიერი მოქალაქისთვის იუნკერები და მათი მასწავლებლები ყოველთვის მისაბაძ მაგალითად დარჩება. თქვენ კი შემდგომი თაობების მაგალითად იქცევით; არა იმით, რომ იუნკერების ბედი გაიზიაროთ, არამედ იმით, რომ თქვენ უნდა შექმნათ ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.” – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სამხედრო ლიცეუმის კადეტებსა და თავდაცვის ეროვნული აკადემიის მსმენელებს. პრეზიდენტთან შეხვედრას, რომელიც საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, კადეტებთან და აკადემიის მსმენელებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის ხელმძღვანელის, ნოე ჟორდანიას და იუნკერების შთამომავლები დაესწრნენ.