ამერიკელი სამხედროები სერჟანტთა მომზადების სკოლაში
2 მაისი 2015
სერჟანტთა მომზადების სკოლას დღეს აშშ-ს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ეწვივნენ. სამკაციან დელეგაციას აშშ-ს ევროპული სარდლობის სახმელეთო ჯარების სერჟანტი, სერჟანტ-მაიორი რალფ ბიმი ხელმძღვანელობდა. სტუმრები საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა, ალუდა კოპალიანმა მიიღო.
ვიზიტის მიზანს სერჟანტთა მომზადების სკოლის დათვალიერება და სასწავლო პროცესის გაცნობა წარმოადგენდა. ქართულმა მხარემ პრეზენტაცია გამართა და ამერიკელ სტუმრებს სკოლის სტრუქტურა და სასწავლო პროგრამა  გააცნო.  აშშ-ის შეიარაღებული ძალების დელეგაცია ასევე, სერჟანტთა სკოლაში მიმდინარე ძირითადი კურსის თეორიულ და პრაქტიკულ  მეცადინეობებს დაესწრო.
ამერიკელი სამხედროები ხვალ კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ეწვევიან, სადაც მის სტრუქტურას გაეცნობიან და მეცადინეობებს დაესწრებიან.