თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ფრანგ სენატორთან შეხვედრა გამართა
28 იანვარი 2023

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ფრანგ სენატორთან შეხვედრა გამართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ფრანგ სენატორს, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის წევრს, რონან ლე გლეს უმასპინძლა.  შეხვედრაზე  მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ  მჭიდრო, წარმატებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო  მრავალფეროვანი გახდება.  

ლელა ჩიქოვანმა ფრანგულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების პროცესში საფრანგეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.  

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მზარდ საფრთხეებს, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ქართველი და ფრანგი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას,  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებს.