საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრა სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების, გაფართოებისა და განმტკიცების გეგმები დასახეს. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსური დახმარების პაკეტსადა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში საქართველოს კონტრიბუციას.
ქართულმა მხარემ ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი და განხორციელებული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის საკითხებზე.