საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს წარმომადგენელმა, თავდაცვის მინისტრის პირადი დაცვის წევრმა ლუკა მგელაძემ მკლავჭიდის საერთაშორისო ტურნირში "Nordic open" რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში 25-26 ნოემბერს ჩატარდა მე-2 ადგილი მოიპოვა.
ლუკა მგელაძემ 86 კილოგრამიან კატეგორიაში ორივე მკლავში ვიცეჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ 1 თვის წინ სამინისტროს იგივე დანაყოფის თანამშრომელმა ლევან ბერძენიშვილმა 95 კილოგრამიან წონით კატეგორიაში საფრანგეთში, ქალაქ დიეპში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.