”არმია” - ”ქუთაისი”
2 მაისი 2015
სუპერლიგის მეორე წრე ”არმიისთვის” წარმატებულად დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  კალათბურთის გუნდმა ”არმიამ” ”ქუთაისი” ანგარიშით 48:65  ქალაქ ქუთაისში დაამარცხა. მატჩის პირველი ტაიმი, ორივე გუნდისთვის, საკამოდ დაძაბული იყო,  თუმცა მესამე მეოთხედიდან თავდაცვის სამინისტროს გუნდმა შეძლო  უპირატესობის მოპოვება. ”არმიელთაგან”   ზვიად ბაბიაშვილი გამოირჩეოდა  მან გუნდს 16  ქულა მოუტანა.  ”არმია” მომავალ შეხვედრას „სტუ“–თან 19 თებერვალს სპორტის სასახლეში გამართავს.