თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა 
15 ნოემბერი 2022

საქართველოში ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელი იმყოფება. დევიდ მორგანს თავდაცვის სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა. მხარეებმა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სპეციალური მრჩევლის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც უწყებას მაღალი დონის კონსულტაციებს უწევს სხვადასხვა მიმართულებით. 


მხარეებმა ისაუბრეს სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. შეხვედრისას გადაიფარა არამხოლოდ ორმხრივი, არამედ, მრავალმხრივი სპექტრი; მათ შორის, ნატოსთან თავსებადობის ამაღლების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და სხვა საკითხები. 


ლელა ჩიქოვანმა ბრიტანელ სტუმარს მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერისთვის. ორმხრივი შეხვედრისას დაისახა პარტნიორული ურთიერთობების სამომავლო გეგმები და განხორციელების გზები.