თავდაცვის ძალების მეთაური უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ვირტუალურ ფორმატში დაესწრო
17 ნოემბერი 2022

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინისა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალი მარკ მილის მიწვევით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ვირტუალურ ფორმატში დაესწრო.

შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე ომში უკრაინის საჭიროებები და საომარ ველზე არსებული დინამიკა განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნისა და მომზადების საკითხს.

უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებით ჩამოყალიბდა და 50-მდე სახელმწიფოს მოიცავს. რამშტაინის ფორმატის შეხვედრების მიზანი უკრაინისადმი მხარდაჭერის კოორდინაციის გაძლიერებაა.