საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს შესარჩევ კონკურსს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:
- ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
- იურიდიული დეპარტამენტი;
- ფინანსების მართვის დეპარტამენტი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ საკონკურსო მოთხოვნებს, უნდა მიმართონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს შემდეგ მისამართზე: 0112 ქ.თბილისი უზნაძის ქ. 117ა ტელეფონი 95 09 53. საბუთების მიღება იწარმოებს 2009 წლის 8 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით 10.00 საათიდან 17.00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ თავდაცვის სამინისტროს შემდეგ ვებ-გვერდზე:
http://www.mod.gov.ge/index.php?page=6&type=2&lang=0