მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დასრულდა
3 ოქტომბერი 2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დასრულდა. სწავლების დასასრულს სენაკში მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს თავდაცვის მინისტრი შეხვდა და სწავლებაში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებში მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს „ღირსეული პასუხი 2022“-ში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა. 


წელს „ღირსეული პასუხი 2022“ უკვე მეექვსედ ჩატარდა, მასში ტელევიზიებისა და სააგენტოების მოქმედი ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ისინი ხუთი დღის განმავლობაში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო წესით ცხოვრობდნენ. მედიის წარმომადგენლებს ჯარისკაცის „მშრალი ულუფის“ დაგემოვნება, ღამის განგაში და საჰაერო ევაკუაციაც მოუწიათ.   

ვიდეო რეპორტაჟი