DIB სკოლაში მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი დასრულდა 
15 სექტემბერი 2022

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი დასრულდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე პროგრამისთვის 16 მასწავლებლისა და სასწავლო კურსის „სამხედრო საქმე“ 18 სამხედრო მოსამსახურის გადამზადებას. კურსის მონაწილეებმა სახელმძღვანელოში შემავალი ყველა თემა გაიარეს და მასწავლებელთა სახელმძღვანელოსა და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიას გაეცნენ. ტრენინგის თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოება და ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები, სამოქალაქო უსაფრთხოება, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, საგანგებო სიტუაციები და მოსახლეობის უსაფრთხოება. ასევე, მასწავლებლებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, სამხედრო განათლების, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და ტაქტიკის საფუძვლების შესახებ. ლექციები მოიცავდა სამხედრო ტოპოგრაფიისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებსაც. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.