აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა
14 აგვისტო 2022

14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. მათ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

გმირთა მემორიალთან დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა.

ვიდეო რეპორტაჟი