ლატვიაში დოკუმენტური ფილმის "ადმირალი სპადე“ პრემიერა გაიმართა 
5 აგვისტო 2022

ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ რიგაში ლატვიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების მხარდაჭერით გადაღებული ფილმის „ადმირალი სპადე“ პრემიერა გაიმართა. პრემიერას ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ლატვიაში საქართველოს საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ფილმის მნიშვნელობასა და საქართველო-ლატვიის ისტორიულ კავშირებზე ფილმის რეჟისორმა, გოგი თორაძემ, ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა და სხვა გამომსვლელებმა ისაუბრეს. ფილმი ლატვიელი საზღვაო ოფიცრის, თეოდორ სპადეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 1917 წელს ბათუმში ჩავიდა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. რეჟისორმა გიორგი თორაძემ დოკუმენტური ფილმი „სპადე“ თეოდორ სპადეს მოღვაწეობასა და საქართველოს წინაშე მის დამსახურებას მიუძღვნა. გადაღებების ნაწილი საქართველოში, ნაწილი კი - ლატვიის რესპუბლიკაში მიმდინარეობდა.

ვიდეო რეპორტაჟი