30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა
30 ივლისი 2022

საქართველოს მთავრობის განკარგულებით 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის 4 წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.