ამოცანით მართვის მეთოდის დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს
26 ივლისი 2022

საქართველოში ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ნატოს სამხედრო განათლების გაუმჯობესების პროგრამის (DEEP) წარმომადგენლები იმყოფებიან. სამუშაო ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) თავდაცვის უწყების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისთვის ამოცანით მართვის თემაზე შეხვედრებს ატარებენ. „ამოცანით მართვის მეთოდის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოს თავდაცვის ძალებში”  სემინარი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ გახსნა, ამოცანითი მართვის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. 

ვიზიტისა და კურსის მიზანს ამოცანით მართვის საკითხებზე გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. მონაწილეები საქართველოს თავდაცვის ძალებში ამოცანით მართვის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს განსაზღვრავენ.  ყურადღება ცენტრალიზებული მართვის მოდელიდან ამოცანით მართვის მიდგომაზე შეუფერხებელი გადასვლის შესაძლებლობაზე გამახვილდება.  

 

ვიდეო რეპორტაჟი