წეროვანში პარა-ფრენბურთში ტურნირი გაიმართა
30 ივნისი 2022

წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს. დღეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა პარა-ფრენბურთში იასპარეზეს.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.  პარა-ფრენბურთის ტურნირში ექვსი გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულ გუნდებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.