სენაკის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა 
17 ივნისი 2022

სენაკში, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის ღია კარი დღე გაიმართა. მოსწავლეებს მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ უმასპინძლა და ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი ადგილზე გააცნო. მოსწავლეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ბაზის ტერიტორიაზე ახალ მუზეუმსაც ესტუმრნენ, სადაც ბრიგადის დაგეგმარების მაკეტს და ისტორიას გაეცნენ, ასევე გმირების თავდადების შესახებ ისტორიები მოისმინეს. სკოლის მოსწავლეებმა სამხედროების საცხოვრებელი პირობები და სპორტული კომპლექსი, ბრიგადის აღჭურვილობა და ტექნიკა დაათვალიერეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს. 

ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ვიდეო რეპორტაჟი