JTEC-ში დამკვირვებელ-მაკონტროლებლების კურსი მიმდინარეობს 
27 მაისი 2022

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) საერთაშორისო დამკვირვებელ-მაკონტროლებლის კურსი (IOCT) მიმდინარეობს. სწავლებას ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად ლიეტუველი ოფიცრები უძღვებიან. ხუთდღიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. 

სამხედროებმა კურსის პრაქტიკული ნაწილი ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე განხორციელეს, სადაც კურსანტებს შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. JTEC-ში დამკვირვებელ-მაკონტროლებლების კურსი მეოთხედ ტარდება. კურსს პირველად ესწრებიან აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები. სწავლების დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეები ქვედანაყოფზე დაკვირვებისა და პროფესიონალური მოქმედებების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებენ.

ვიდეო რეპორტაჟი