თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობაში სპორტული ტურნირი დასრულდა 
12 მაისი 2022

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებს შორის სპორტული ტურნირი დასრულდა. ფინალური შეხვედრები გორში, I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა და მას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის სამ სახეობაში - ქართულ ჭიდაობაში, ფრენბურთსა და მინი ფეხბურთში შეეჯიბრნენ. ქართულ ჭიდაობაში და მინი ფეხბურთში პირველი ადგილი I ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა, ფრენბურთში კი გამარჯვებული V საარტილერიო ბრიგადა გახდა. გამარჯვებულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ. სპორტული ტურნირი თავდაცვის ძალებში აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა.