მე-13 ქვეითი ბატალიონის საველე  სიტუაციური სწავლება დასრულდა
12 მაისი 2022

პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სიტუაციური სწავლება დაასრულა. ორფოლოს პოლიგონზე ასეულის პირადმა შემადგენლობამ წვრთნების დასკვნით ეტაპზე საბრძოლო სროლებით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების, პოზიციების ჩასაფრებისა და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. გეგმიური სწავლების დასკვნით ნაწილს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრნენ, რომლებმაც წვრთნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს. ასეულის დონის საველე სიტუაციური სწავლება 82 მმ-ის ნაღმმტყორცნის, სნაიპერების, საინჟინრო, საარტილერიო და სატანკო ქვედანაყოფების, ასევე ქვეითი საბრძოლო მანქანების მხარდამჭერი ელემენტებით მიმდინარეობდა.   

ვიდეო რეპორტაჟი