გერმანელი ჟურნალისტები თავდაცვის სამინისტროში
2 მაისი 2015
დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერმანული მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ. ჟურნალისტთა გაერთიანების წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი მუჩაიძემ მიიღო. მინისტრის მოადგილე სტუმრებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. გიორგი მუჩაიძემ გერმანელ ჟურნალისტებს 2009 წლის “თავდაცვის მინისტრის ხედვით” განსაზღვრული პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლოდ მსგავსი შეხვედრებისთვის მზადყოფნა გამოხატა.