დიდგორი 2021-ში ლოჯისტიკური მხარდაჭერის საველე კომპონენტი გათამაშდა 
18 ნოემბერი 2021

უწყებათშორისი სწავლების „დიდგორი 2021“-ის ფარგლებში წელს პირველად განხორციელდა სწავლებაში მონაწილე ძალების რეალური ლოჯისტიკური მხარდაჭერის გათამაშება. ლოჯისტიკის სარდლობამ საველე კომპონენტებში მონაწილე ქვედანაყოფების კლასებით და მომსახურებით მხარდაჭერა აღმოსავლეთ და დასავლეთ მიმართულებებზე უზრუნველყო. სწავლების პროცესში ლოჯისტიკოსები სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფებთან ერთად კოორდინირებულად და სინქრონიზებულად ურთიერთქმედებდნენ.
ლოჯისტიკის მიმართულებით სწავლებაში ჩართული იყო ნატოს სტანდარტების ავტოტექნიკა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის დროს გაცხადებული პოლიტიკის - „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ ფარგლებშია შეძენილი. 
„დიდგორი 2021“-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მისი დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებასა და ურთიერთქმედების დახვეწას. წლევანდელი „დიდგორი 2021“ წინა სწავლებებისგან განსხვავებით მასშტაბური და გამორჩეულია, რადგან მასში საშტაბო ნაწილის გარდა სხვადასხვა სასწავლო უბანზე ძალების მიზიდვით საველე კომპონენტებიც თამაშდება.

 

ვიდეო რეპორტაჟი