გერმანიის დელეგაცია გაერთიანებულ შტაბში
2 მაისი 2015
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან. გერმანიის სამკაციან დელეგაციას, გერმანიის შეიარაღებული ძალების სარდლობის G4  II ლოგისტიკის სამმართველოს უფროსი, დოქტორი კლემერი ხელმძღვანელობს. შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში გამართულ შეხვედრას ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტისა და სახმელეთო  ჯარების G-4 ლოგისტიკის სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საუბარი ლოგისტიკის საკითხებს შეეხო. ქართულმა მხარემ შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის უზრუნველყოფის სისტემის დახვეწისა და ტრანსფორმაციის შესახებ პრეზენტაცია მოაწყო. მხარეებმა ერთმანეთს ასევე საკუთარი შეიარაღებული ძალების სტრუქტურა გააცნეს.
ვიზიტი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ხორციელდება.